პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაზრდის შესახებ იმსჯელებენ დღეს საკანონმდებლო ორგანოში. რეგლამენტის პროექტს რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით განიხილავენ.
ძირითადი ცვლილებების თანახმად, მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ, როგორც პლენარულ, ასევე საკომიტეტო მოსმენებში. მათი პარლამენტში დაბარება კი უმრავლესობასთან ერთად, ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზეც იქნება შესაძლებელი.
ცვლილებების შესახებ უფრო დეტალურად ნოდარ ჩაჩუა ისაუბრებს.