ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა. „ეიბისი ნიუსის“ ცნობით, 67 წლის აჰმადინეჯადი 28 ივნისს დაგეგმილ რიგგარეშე არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ირანის პრეზიდენტობის პერიოდში ის არაერთხელ გახდა საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი მისი ანტისემიტური გამონათქვამების გამო. სულ ცოტა ხნის წინ კი, ირანის ყოფილი პრეზიდენტი მოულოდნელად მოქმედი მთავრობის კრიტიკით გამოვიდა. ის 2005 წლიდან 2013 წლამდე ორჯერ იკავებდა ირანის პრეზიდენტის თანამდებობას. 2009 წელს მის პრეზიდენტად არჩევას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რა დროსაც ათობით ადამიანი მოკლეს და ათასობით დააპატიმრეს. აჰმადინეჯადი ცნობილია იმით, რომ უარყოფს ჰოლოკოსტს და ამტკიცებს, რომ ირანში ლგბტ პირები არ არიან. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ირანის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტობისთვის კენჭს ქალი იყრის. საუბარია ზოჰრე ელაჰიანზე. ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი სულ 17-მა კანდიდატმა გამოთქვა.