42° პარალელი - ამერიკა-ირანის 40 წლიანი ურთიერთობა / იტალიის 2019 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი / აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგი ქალების ტალღის აღზევებას ადასტურებს
  • სანქციების პოლიტიკა – ამერიკა-ირანის 40 წლიანი ურთიერთობა – 1979 წლის ირანის რევოლუციამ ქვეყნის 2500 წლოვანი მონარქიული სისტემა დაასრულა, მაგრამ თეოკრატიული მმართველობა უმეტესწილად პასუხი იყო იმპერიალისტურ გავლენებზე, რომელსაც ქვეყანა ბოლო საუკუნე ნახევარი განიცდიდა. ამ დროის განმავლობაში სპარსეთი, ხოლო მოგვიანებით უკვე ირანი სუვერენულ სახელმწიფოს არ წარმოადგენდა, მისი პოლიტიკა წყდებოდა ლონდონში, მოსკოვში და ბოლოს ვაშინგტონში. შესაბამისად, ახალი თეოკრატიული ხელისუფლების მთავარი მახასიათებელი მისი ანტიიმპერილისტური ხასიათი გახდა. შოთა თხელიძის სიუჟეტი
  • იტალიის 2019 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი, რომსა და ბრიუსელს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა – იტალიის 2019 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი ბრიუსელში დაიწუნეს. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტი საგარეო ვალის კლებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. კრიტიკის მიუხედავად, იტალიის მთავრობა კანონპროექტში ცვლილებების შეტანას არ გეგმავს. ცვლილებების ბოლო ვადად 13 ნოემბერია განსაზღვრული. ბრიუსელში სანქციების დაწესებას არ გამორიცხავენ. გივი ბარამიძის სიუჟეტი
  • აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგი ქალების ტალღის აღზევებას ადასტურებს – აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგი ქალების ტალღის აღზევებას ადასტურებს. წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს, სენატი კი კვლავ რესპუბლიკელებს რჩებათ. ვაშინგტონში ქალების გავლება ძლიერდება. ინტერვიუს უძღვება ქეთი თუთბერიძე

42° პარალელი

  

დატოვე კომენტარი