რიგები იუსტიციის სახლში

დილიდან ხალხმრავლობაა იუსტიციის სახლის თბილისის ოფისში.

მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ სერვისის მისაღებად დიდი ხნის განმავლობაში უწევდათ რიგში დგომა. იუსტიციის სახლის წარმომადგენლებმა გადატვირთულობის მიზეზი უკვე განმარტეს. მათი ინფორმაციით, დღეს სერვისის მისაღებად რეკორდული რაოდენობის მოქალაქე დაფიქსირდა. ძირითადი მოთხოვნა კი ორ სერვისზე იყო. ესენია: თბილისის ტაქსის ლიცენზია და მომატებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია. ამ უკანასკნელზე რეგისტრაციის ვადა პირველ ოქტომბერს იწურება, ტაქსების ლიცენზიის გაცემა კი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

6 საათიდან იუსტიციის სახლმა მოქალაქეების მიღება შეწყვიტა, თუმცა ადგილზე მყოფ ყველა პირს სერვისს მაინც სთავაზობს.

ნათია ქენქაძე გვეტყვის რა ხდება ახლა იუსტიციის სახლთან.