დაანონსებული კონსულტაციები არ შედგა. არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის ერთიანი პროექტის მიღება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. საპარლამენტო უმცირესობას უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ ვარიანტზე საკუთარი პოზიცია დღეს უნდა დაეფიქსირებინა, თუმცა პარლამენტში დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო.
უთანხმოების საგანი ე.წ. ოთხოზორია -ტატუნაშვილის სიის შედგენა და ამ სიაში მოხვედრილ პირთა სანქცირების საკითხია, რაზეც მმართველი გუნდი ოპონენტებს საკუთარ ფორმულირებას სთავაზობს.
მხარეებს კონსენსუსისთვის მცირე დრო რჩებათ. რეზოლუციის ერთიან ან ორ სხვადასხვა პროექტს მომავალ კვირას უნდა უყარონ კენჭი.