საზოგადოება დღეს რეზო ამაშუკელსაც დაემშვიდობა.
ცნობილი ქართველი პოეტი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წლებშიც ის აქტიური სამწერლობო საქმიანობით იყო დაკავებული, არის არაერთი პოეტური კრებულის ავტორი. წერდა ბავშვობიდან, მისი ლექსების პირველი მკითხველები კი, როგორც თავად იხსენებდა, ოჯახის წევრები და მასწავლებლები იყვნენ. იყო არაერთი ჯილდოს, მათ შორის ღირსების ორდენის მფლობელი, ატარებდა თბილისის საპატიო მოქალაქის ტიტულს. აქტიურად იყო ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების განხილვაში და არასდროს ერიდებოდა მოქალაქეობრივი პოზიციის საჯაროდ გამოხატვას. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით სოციალურ ქსელში აქტიურობდა, სადაც სხვადასხვა თემასა და მოვლენაზე საზოგადოებას საკუთარ მოსაზრებებს ვიდეომონოლოგებით უზიარებდა.