პრობლემა არა „მწვანე პასპორტების“ გაუქმება, არამედ იმუნიზაციის პროცესის დაბალი ტემპია, – ასე აფასებს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას.
შოთა ბურჯანაძის განმარტებით, ვირუსის გავრცელების მსგავსი მასშტაბების გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოქმედებას აზრი დაეკარგა. მისივე თქმით, მწვანე სტატუსის მოთხოვნის ვალდებულებაზე არასწორად იყო გაწერილი, რის გამოც, ვერ იმუშავა.