სივრცე, სადაც უნიკალური ექსპონატების და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენაზე და მათთვის სიცოცხლის გახანგრძლივებაზე ზრუნავენ.
უახლესი დანადგარებით და ტექნოლოგიებით აღჭურვეს სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, სადაც ისტორიული მნიშვნელობის ნივთებს, სამუზეუმო კოლექციებს, ხელნაწერებს და სხვადასხვა პერიოდის რარიტეტულ გამოცემებს რესტავრაცია-კონსერვაცია უტარდება. დაზიანებების დიაგნოსტიკის შემდეგ ლაბორატორიაში საკმაოდ რთული სამუშაოები სრულდება.
ექსპონატების დაზიანების არცთუ ისე იშვიათი შემთხვევების პირობებში, მსგავსი ლაბორატორიის არსებობა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უახლესი ტექნოლოგიებით, რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია ცოტა ხნის წინ აღიჭურვა.