რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრა დაიგეგმა

რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება.

თანამშრომლების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ კომპენსაციებს არ თანხმდება და კლინიკის შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ საავადმყოფოში შექმნილი პრობლემის მოგვარების პროცესში ახალი პრემიერი ერთვება. ხვალ ირაკლი კობახიძე სამედიცინო პერსონალს შეხვდება. თანამშრომლების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ სამედიცინო დაწესებულებასთან დაკავშირებული გეგმა გადაიხედოს და რეორგანიზაციის პროცესი შეჩერდეს. სხვა კლინიკებში დასაქმების და ფულადი კომპენსაციების შეთავაზება უკვე 350-მდე თანამშრომელმა მიიღო. პერსონალის დანარჩენი ნაწილი საუნივერსიტეტო კლინიკის მთავარი კორპუსის შენარჩუნებას და სამედიცინო მომსახურების უწყვეტობას ითხოვს. კლინიკის შენობის დანგრევის გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტრო ავარიულობით ხსნის.