უკვე ერთი კვირაა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი საპროტესტო რეჟიმში რჩება და სამართლებრივ დავას იწყებს.
200 ხელმოწერით, სარჩელი საქალაქო სასამართლოში დღეს შევიდა. რესპუბლიკური კლინიკის მედ-პერსონალი რეორგანიზაციის ბრძანების გაუქმებას მოითხოვს. ასევე მოთხოვნილია დემონტაჟის გადაწყვეტილების გაუქმებაც. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის მონაწილეები არ გამორიცხავენ შიმშილობის დაწყებას.