აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის კანდიდატურა რესპუბლიკელებმა პარტიის ეროვნულ ყრილობაზე ოფიციალურად წარადგინეს. ყრილობაზე, სადაც ტრამპი შეხვეული ყურით მივიდა, რესპუბლიკელების კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა მიიღო. ორი დღის წინ, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შემდეგ, ეს საჯარო ღონისძიებაზე ტრამპის პირველი გამოჩენა იყო. ამასთან, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ოჰაიოს სენატორი, ჯეიმს დევიდ ვენსი დაასახელა.
ლევან ახალაია თემის დეტალებით #მოამბე