შეცვლილი ძალთა ბალანსი ამერიკის კონგრესში.
შუალედური არჩევნების შედეგმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკური გეგმები და საკანონმდებლო ინიციატივები შესაძლოა შეაფერხოს. წარმომადგენელთა პალატაში მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ უმრავლესობა დაკარგა, რასაც ქვედა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მხრიდან გადადგომის გადაწყვეტილება მოჰყვა. წარმომადგენელთა პალატისგან გასხვავებით, „რესპუბლიკელებმა“ სენატზე კონტროლი ვერ მოიპოვეს – იქ უმრავლესობა კვლავ დემოკრატებმა შეინარჩუნეს. თუმცა, ქვედა პალატაში შექმნილმა ახალმა რეალობამ დღის წესრიგში დააბრუნა ის ინიციატივები და საკითხები, რომლებსაც ახლა უკვე უმრავლესობაში მყოფი „რესპუბლიკელები“ თვეების წინ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ.