ყოფილი პატიმარი ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან ერთ ჰექტარზე გაშენებულ ვენახს უვლის.
დავით ჯარმელიშვილი ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა. ეს არის იუსტიციის სამინისტროს მიერ 2012 წელს ამოქმედებული პროექტი, რომლის ფარგლებში უკვე 527 ყოფილი მსჯავრდებული დაასაქმეს, 108-ს კი ბიზნესიდეა დაუფინანსეს.
ხუთი წლის შედეგები დღეს იუსტიციის მინისტრმა შეაჯამა.