პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ხუთი წლის შედეგები

თეა წულუკიანმა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ხუთი წლის შედეგები შეაჯამა. როგორც პრეზენტაციაზე განაცხადეს, 2012-2017 წლებში პროგრამაში მონაწილეობის სურვილით დანაშაულის პრევენციის ცენტრს 3345-მა ყოფილმა პატიმარმა მიმართა.

პროგრამის განმავლობაში 527 მათგანი დასაქმდა. ასევე ბენეფიციარებმა გაიარეს საგანმანათლებლო ტრენინგი, პროფესიული გადამზადების კურსები, გაეწიათ ფსიქოლოგის მომსახურება.

ასევე, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში, 108 ყოფილი პატიმრის 106 ბიზნესიდეა დაფინანსდა.

საიუბილეო ღონისძიება ეროვნული არქივის შენობაში გაიმართა.