განათლებისა მინისტრის ხელმძღვანელობით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა უმაღლესი განათლების საფეხურზე განსახორციელებელი ინიციატივები, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილეს. მანამდე გიორგი ამილახვარმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა.