რექტორის არჩევნები

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები გაიმართა. არჩევნებში ორი კანდიდატი – ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი, ალექსანდრე კოპალიანი და უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ტრისტან გულბიანი – მონაწილეობდა. საარჩევნო პროცესს მხოლოდ ტრისტან გულბიანი ესწრებოდა, რომელმაც ხმების უმრავლესობა მიიღო.

უნივერსიტეტში უკვე მეორედ ჩატარდა რექტორის არჩევნები, პირველად 2023 წლის 29 სექტემბერს ჩატარებული არჩევნები გარკვეული ხარვეზების აღმოჩენის გამო კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ბათილად სცნო.