ბალცეროვიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს

პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ღონისძიების შემდგომ ჩატარდა მისი საჯარო ლექცია სახელწოდებით, „ინსტიტუციური სისტემები და ცხოვრების ხარისხი“. პოლონელი ეკონომისტი ლეშეკ ბალცეროვიჩი ე. წ. შოკური თერაპიის ავტორი, ვარშავის ეკონომიკის სკოლის პროფესორი და მსოფლიოს 20-ზე მეტი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია. 2000 წელს ბალცეროვიჩი საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი იყო.