აშშ-ისგან მხარდაჭერილი მებრძოლები მდ. ევფრატის სანაპიროზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ბოლო მცირე ანკლავის აღებას ცდილობენ.
დასახლებაში ისლამისტებთან ერთად იმყოფება 200-მდე ოჯახიც, რომლებსაც მებრძოლები ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევენ. ჯიჰადისტების მიერ კონტროლირებული სოფლის დატოვება უკვე მოახერხა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა, რომლებსაც ახლა საკუთარ ქვეყნებში დაბრუნება სურთ.
ევროპელი პოლიტიკოსების აზრით, რეპატრიაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.