რელიგიის სააგენტოს ანგარიში

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2020-2022 წლების ანგარიში წარადგინა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არსებულ ვითარებაზე, სადაც ირღვევა ეროვნებით ქართველების და აღმსარებლობით მართლმადიდებლების რელიგიის, გამოხატვის, თავისუფლად გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, ნადგურდება, თვითნებურად იერსახე ეცვლება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესია-მონასტრებს. სააგენტოს თავმჯდომარემ ილაპარაკა ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებასა და სააგენტოს აქტივობებზე „ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში. პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოში მოქმედი რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლები.