დიდუბის რაიონის გამგეობამ აგლაძის ქუჩის №38-ში არსებული რეკრეაციული სივრცის სრულ რეაბილიტაცია განახორციელა.
პროექტის მიხედვით, ადგილზე განთავსდა საპარკე ინვენტარი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა. პატარებისთვის გაკეთდება საბავშვო სივრცე სხვადასხვა სახის ატრაქციონით. ტერიტორიაზე ასევე მოეწყო ძაღლების გასასეირნებელი სივრცე. ჩატარდა გამწვანების ღონისძიებები. სამუშაოების ღირებულებამ მილიონ 644 ათას ლარზე მეტი შეადგინა.