გასული კვირის განმავლობაში, ტექნოლოგიური კომპანიების მფლობელებმა ჯამში 67 მილიარდი დოლარი დაკარგეს. ამის მიზეზი აშშ-ის ფედერალური რეზერვის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გახდა, რამაც ამერიკის საფონდო ბირჟაზე კრიპტოვალუტების ფასების დაცემა გამოიწვია. კრიპტოვალუტებიდან ყველაზე მეტად ბიტკოინი დაზარალდა, რომლის ფასი ექვსთვიან მინიმუმამდე დაეცა. შემცირდა სხვა ციფრული აქტივების ფასებიც. 14-დან 21 იანვრამდე პერიოდში, ყველაზე მეტი, 25 მილიარდი დოლარი მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა დაკარგა. კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონება 20 მილიარდით შემცირდა, ხოლო „ფეისბუქის“ გენერალური დირექტორი, მარკ ცუკერბერგი 10 მილიარდ 400 მილიონით დაზარალდა. დაზარალებულებს შორის აღმოჩნდნენ კომპანიები „გუგლი“ და „მაიკროსოფტიც“.