რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის გასაჯაროების შემდეგ, დღის წესრიგში ახალ პოლიტიკური სპექტრის ერთობლივი მუშაობის საკითხი დგას. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი დოკუმენტს იწუნებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ევროპული დავალებების შესრულების იმედი არ აქვთ. თუმცა ოპოზიციის ნაწილი სამუშაო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით მზადყოფნას გამოთქვამს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ პრიორიტეტული საკითხი ახლა რეკომენდაციებისა და წარმოდგენილი გეგმის შესრულებაა.