სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, კანონში ცვლილებები შედის. კერძოდ, პაციენტის საჩივრის საფუძველზე, თუ ადრე რეგულირების სააგენტოს სასამართლოს შუამდგომლობა სჭირდებოდა, ახლა ამის გაკეთება დაუყოვნებლივ იქნება შესაძლებლი. ინიციატორების თქმით, ეს გაზრდის უწყების ეფექტიანობას და უზრუნველყოფს პაციენტებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. ასევე, იგეგმება სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი საჯარიმო სანქციების გაზრდაც. ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე ჯარიმა, 10 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება. მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივები უკვე წარუდგინა და ის საკომიტეტო განხილვების პროცესშია.