პირველი აგვისტოდან კლინიკების რეგულაციები მკაცრდება

ჯანდაცვის სადავო კანონპროექტი მიღებულია.

აგვისტოდან რეგულირების სააგენტო სამედიცინო დაწესებულებებს ნებისმიერ დროს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეამოწმებს. მარეგულირებელი უწყების უფლებამოსილების გაფართოების მიზნად პაციენტების საჩივრებზე დროული რეაგირება სახელდება. ხმაურიანი განხილვების ფონზე დოკუმენტში გარკვეული კორექტივები შევიდა და მარეგულირებლის შესვლის შემდეგ სასამართლოს ინფორმირების ვალდებულება ძალაში დარჩა. ამის მიუხედავად, კლინიკურ სექტორს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონის მიმართ კვლავ არაერთი შენიშვნა აქვს.