ბიუჯეტის პროექტთან ერთად პარლამენტი სარეზერვო ფონდებში დაგეგმილ ცვლილებასაც განიხილავს. მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებზე შეზღუდვები უნდა დაწესდეს.
საბიუჯეტო კოდექსში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, წლის განმავლობაში ფონდებში თანხის მოცულობის გაზრდა მხოლოდ 20 პროცენტით იქნება შესაძლებელი.
შეზღუდვა ამოქმედდება ფონდის მაქსიმალურ მოცულობაზეც.
შეგახსენებთ, რომ სარეზერვო ფონდებიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ხშირად საუბრობდნენ.