ეროვნული ბანკის ახალმა ინიციატივამ საბანკო და ბიზნეს-სექტორი ორად გაყო.
დავის საგანი ხდება ცენტრალური ბანკის მიერ ინიცირებული ცვლილებები, რომლებიც მოქალაქეებს სესხის აღების დროს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს. კერძოდ, მომხმარებელთა შემოსავლების და გადამხდელუნარიანობის სრული ანალიზის გარეშე სესხები აღარ გაიცემა. გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ის გარემოება სახელდება, რომ მსესხებლების მნიშვნელოვანი ნაწილი საბანკო ვალდებულებებს ვერ ასრულებს და სესხის დაფარვის ვადებს აცილებს. სამუშაო დოკუმენტში გაწერილია ის პროფესიებიც, რომელთა წარმომადგენლების შემოსავლების შეფასების კრიტერიუმი შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს.