ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება საახალწლო პიროტექნიკის უსაფრთხოდ გამოყენების საკითხი.
საკანონმდებლო რეგულაციების და აკრძალვების მიუხედავად, პროდუქცია ისევ შეუზღუდავად იყიდება, მათ შორის ისეთ ადგილებშიც, სადაც მათი რეალიზაცია კანონით აკრძალულია.
პრობლემად რჩება პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვაც, რის გამოც პარლამენტი მორიგ სანქციებს ამზადებს და კანონპროექტის დაჩქარებული განხილვისთვის ემზადება.
თუ ცვლილებები დამტკიცდება, პიროტექნიკის მოზარდებზე გაყიდვაზე ჯარიმები დაწესდება.