რეგულაციები ნარჩენების ღია წესით დაწვაზე  

ჯარიმების გაზრდამ ფოთლების და ნარჩენების ღია წესით დაწვის პრაქტიკა მაინც ვერ აღმოფხვრა.

სამართალდარღვევის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია რეგიონებში. ჯანმრთელობისთვის საშიში პროცესის აღსაკვეთად მთელი რიგი რეგულაციებია ამოქმედებული, თუმცა კანონის აღსრულება გამოწვევად რჩება, რასაც გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის მონიტორინგის შედეგებიც ადასტურებს. სპეციალისტები მოქალაქეებს ნარჩენების და ფოთლების წვის შედეგად მიყენებულ ზიანზე აფრთხილებენ და ალტერნატიულ გზებს ახსენებენ.