პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს რეზონანსული გადაწყვეტილების აღსრულების გზებზე ფიქრობს.
მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე სამართლებრივ ვაკუუმზე საუბრობს. სავარაუდოდ, სექტემბერში უკვე მზად იქნება კანონპროექტი, სადაც კონკრეტული რეგულაციები გაიწერება.
მმართველი გუნდის წევრები წინასწარ აანონსებენ, რომ მარიხუანას მოხმარებაზე სანქციების გაუქმების მიუხედავად, გარკვეული მიმართულებებით შეზღუდვები მაინც დაწესდება.
სამუშაო ვერსიებს შორის არის ასაკობრივი ზღვარის დაწესება, ასევე იმ პროფესიების განსაზღვრა, რომელთა წარმომადგენლებზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გავრცელდება.
დეპუტატების ინიციატივები თამუნა წიკლაურმა მოისმინა.