არავინ დავობს, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო სათამაშო ბიზნესია. ამ ბიზნესს ყველაზე მეტი კლიენტი სწორედ იმ მეზობელი ქვეყნებიდან ჰყავს, სადაც აზარტული თამაშები აკრძალულია.
ცხადია, სახელმწიფო აქედან სოლიდურ შემოსავალს იღებს, თუმცა, აქვეა დილემაც: სათამაშო ბიზნესი საქართველოში უკვე არაერთი ოჯახის პირად ტრაგედიად იქცა. განსაკუთრებით საგანგაშოა ონლაინ თამაშები, რომლებშიც არასრულწლოვნებიც უპრობლემოდ არიან ჩართულნი.
ხელისუფლება პრობლემის გადაჭრას ახალი საკანონმდებლო რეგულაციებით ცდილობს, თუმცა, პარლამენტში დღეს დაგეგმილი განხილვა კონსულტაციების მიზნით კიდევ ერთხელ გადაიდო.
ადამიანის სისუსტეზე აგებული ბიზნესის პრობლემებზე სანდრო ჯუფალაკიანი გვიამბობს.