კანონის უზენაესობასა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე მსჯელობენ საქართველოს რეგიონული კონფერენციის ფარგლებში. ღონისძიება გაერო-ს განვითარების პროგრამისა და გერმანიის ხელშეწყობით იმართება. საქართველო, სომხეთი, მოლდოვა და უკრაინა აღრმავებენ თანამშრომლობას მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ახალი რეგიონული სტანდარტების დაწესების მიმართულებით. ღონისძიება ოთხი ქვეყნის გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და მართლმსაჯულების პროფესიონალებს აერთიანებს. დაგეგმილია ერთობლივი დეკლარაციის გაფორმებაც.