რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა

ერთი წლის შემდეგ პირველად ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს.

2022 წლის მარტიდან 11%-იან ნიშნულზე გაყინულმა მაჩვენებელმა 10.5 %-მდე დაიწია, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეებს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები მცირედით გაუიაფდებათ. სებ-ის გადაწყვეტილების მიზეზი ინფლაციის კლების ტენდენციაა. სწორედ ფასების ზრდის შესაკავებელ ინსტრუმენტად იყენებდა ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პოლიტიკას. იმ ფონზე, რომ ინფლაცია ბოლო პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოსცდა, მოლოდინია, რომ რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება.