საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პუნქტით 10.5 პროცენტამდე შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის შერბილების მიზეზად ინფლაციის შემცირება დასახელდა, რომელმაც აპრილში 2,7 პროცენტი შეადგინა და მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელს ჩამოცდა. სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას განაგრძობს და მოკლევადიან პერიოდში მიზნობრივ დონეზე დაბლა შენარჩუნდება.