შეამცირებს თუ არა ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს, 10 მაისს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გადაწყდება. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა ამბობს, რომ ინფლაციის შემცირების ფონზე, კომიტეტი ამ საკითხზე იმსჯელებს. ბოლო 3 წელიწადში, რეფინანსირების განაკვეთი თითქმის 3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, რამაც ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების გაძვირება გამოიწვია.