180 000-მდე მოქალაქეს სესხები არც გაუძვირდა და არც გაუიაფდა.
ეროვნულმა ბანკმა მკაცრი მონეტარული პოლიტიკა დღესაც შეინარჩუნა და რეფინანსირების განაკვეთი ისევ 11%-იან ნიშნულზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის, როგორც ფასების დასტაბილურების მთავარი ინსტრუმენტის გამკაცრება ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციის მკვეთრ ზრდასთან ერთად დაიწყო. ამჯერად საერთაშორისო ტენდენციების და ლარის კურსის გამყარების ფონზე მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოსთვის საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ, ანუ 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდება. თუმცა, მანამდე ადგილობრივი ინფლაცია მაინც მაღალი რჩება, რის დასტაბილურებამდეც სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებისგან თავს იკავებს.