დღეიდან დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ამოქმედდა. საერთო ჯამში კი ფასის ზედა ზღვარი 1 100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირება და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. მისივე განმარტებით, რეფერენტული ფასი ეტაპობრივად სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც ამოქმედდება. მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აიკრძალა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი საშუალოდ 40%-ით მცირდება.