ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვა

პირდაპირი შესყიდვის გზით ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო ჯანდაცვის სამინისტრომ.

შესყიდვის პროცესმა სახელმწიფოსთვის პრეპარატების ღირებულება უნდა გააიაფოს. სამინისტროსა და შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანია „როშეს“ შორის დღეს ხელშეკრულება გაფორმდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყება აწარმოებს მოლაპარაკებებს მსოფლიოს იმ წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში ფართოდ გამოიყენება.