53 წლის ასაკში, რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის შეუძლოდ გახდა, ადგილზე მისულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო. ზაზა ურუშაძე წლების განმავლობაში საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე იყო.
2002-2004 წლებში კი, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი.
ზაზა ურუშაძე დამდგმელი რეჟისორია ფილმების: „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა”, “აქ თენდება”, “სამი სახლი”, “დარჩი ჩემთან” და “ბოლო გასეირნება”.
მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ფილმმა „მანდარინები“, რომელიც „ოქროს გლობუსის“ და ასევე ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე იყო ნომინირებული.