88 წლის ასაკში რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ორი თვის წინ გაუარესდა. ის ფილტვების ანთებით საავადმყოფოში იყო მოთავსებული.
გიორგი დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს დაიბადა. 50-იან წლებში დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი, ხოლო 1959 წელს უმაღლესი სარეჟისორო კურსი „მოსფილმში“, მიხეილ კალატოზოვის კლასში.
სწავლობდა მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში და ერთი პერიოდი არქიტექტორად მუშაობდა.
დანელიას პოპულარული ფილმებია: „მიმინო“, “არ დაიდარდო” , „შემოდგომის მარათონი“, „მე დავდივარ მოსკოვში“.
1986 წელს გადაიღო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი „კინ-ძა-ძა“.
დანელიას სახალხო არტისტის წოდება 1990 წელს მიენიჭა.