ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინანტი რეჟისორი დარენ არონოვსკი საქართველოშია.
ცნობილი ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი საქართველოს მეგობრის მოწვევით და პირადი მიზეზით ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში რეჟისორი ქართველ ჟურნალისტებსაც შეხვდა.
დარენ არონოვსკის ვიზიტი საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. მან თბილისის გარდა უკვე მოინახულა ყაზბეგი და ჭიათურა. არონოვსკის სარეჟისორო დებიუტი 1997 წელს შედგა, როდესაც ეკრანებზე ფილმი „პი” გამოვიდა, რამაც მას საუკეთესო რეჟისორის წოდება მოუტანა „სანდენსის“ საერთაშორისო კინოფესტივალზე. შემდეგ კი იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმი „რექვიემი ოცნებაზე’’ და რეჟისორის ყველაზე გახმაურებული ფილმი „შავი გედი”, ნატალი პორტმანის მონაწილეობით, რომელმაც 2011 წელს ოსკარის 5 და ოქროს გლობუსის 4 ნომინაცია მიიღო. არონოვსკის ბოლო ნამუშევრის „დედა” პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2017 წელს შედგა. ფილმში მთავარ როლებს ჯენიფერ ლოურენსი, ხავიერ ბარდემი, ედ ჰარისი და მიშელ პფაიფერი ასრულებენ.