კანში რიგით 71-ე კინოფესტივალი გაიხსნა

კანში რიგით 71-ე კინოფესტივალი გაიხსნა. მსოფლიოს ცნობილი კინემატოგრაფისტები საუკეთესო ფილმს 17  ნამუშევრიდან აარჩევენ.

კანის კინოფორუმზე ეროვნული კინოცენტრი წელს საქართველოს პავილიონს მეთერთმეტედ წარადგენს.

საქართველოს სტენდზე არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა „სანდენსის“, კარლოვი ვარის, სან სებასტიანის, ტორონტოს კინოფესტივალების წარმომადგენლებთან დაიგეგმა. მიმდინარე წელს ფესტივალს პროტესტს ამერიკული ონლაინ სტრიმინგ კომპანია „ნეტფლიქსი“ უცხადებს.  მიზეზი, კინოფორუმის შეცვლილი წესებია.

დატოვე კომენტარი