კანის  71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს გაიხსნება
კანის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს გაიხსნება

კანის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს გაიხსნება, რომელსაც 4000 ჟურნალისტი და 4000 კინოკრიტიკოსი დაესწრება.

წელს კანი ბელმონდოსა და ანა კარინას ცნობილი კოცნით ფილმიდან „შეშლილი პიერო“ გაიხსნება. ჟან-ლუკ გოდარის კინოსურათის გამოსვლიდან 50 წელზე მეტი გავიდა.

კანის საერთაშორისო კინოფესტივალს ორი ოსკარის მფლობელი რეჟისორის, ასგარ ფარჰადის ფილმი Everybody Knows გახსნის. სურათში მთავარ როლებს პენელოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი ასრულებენ. სიუჟეტი ცოლ-ქმრის ისტორიას მოგვითხრობს.

ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე წელს მსახიობი ქეით ბლანშეტი იქნება.

კანის 71-ე კინოფესტივალი წელს 8 მაისს დაიწყება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

კანის კინოფესტივალი 19 მაისამდე გაგრძელდება.