რეალური სივრცე - ისევ ქუჩაში, ისევ რუსთაველის გამზირზე, ისევ პარლამენტის წინ
ჩვენ კი გვგონია, რომ უკვე 30 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ, მაგრამ განსხვავება არსებობს, ჩემთვის ის თვალნათელია, დღეს ამ აქციებზე უკვე აღარ ყვირიან რომელიმე ბელადის სახელს, ჰაერში შეკრული მუშტებით, რომელიც მხსნელად მოევლინება ქვეყანას მას უფსკრულში გადაჩეხვისგან იხსნის, ამ აქციებზე ითხოვენ პოლიტიკური პირობის შესრულებას, პირობის, რომლის მოცემაც ხელისუფალს ისევ პარლამენტის წინ დგომით აიძულეს, პირობის, რომელიც ზოგიერთს თვალის ჩინის ფასად დაუჯდა და რადგან პირობა არ შესრულდა ხალხი ისევ დაბრუნდა ქუჩაში. ხალხი, რომელიც ძალიან კარგად ხსნის რატომ დგას ისევ გარეთ.
რეალური სივრცე