რეალური სივრცე - აზარტული თამაშების დათვლილი შემოსავალი და დაუთვლელი ზიანი

22 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. ეს ტრაგიკული შემთხვევა აგვისტოში მოხდა. თვითმკვლელობამდე რამდენი წუთით ადრე ახალგაზრდამ თავის საუკეთესო მეგობარს ასეთი შინაარსის წერილი მისწერა;

„ ზაზა, მიყვარხარ ძმაო, შემპირდი რომ არასოდეს ითამაშებ’’ მოგვიანებით ოჯახმა გაიგო, რომ მათი შვილი აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული და იმ ღამეს გურჯაანის სლოტკლუბში ფული წააგო. საქართველოში 700 000 ადამიანი თამაშობს, ეს ოფიციალური სტატისტიკაა. სათამაშო ბიზნესს კი წლის განმავლობაში 5.6 მილიარდი ბრუნვა აქვს, უფრო მეტი ვიდრე ნებისმიერ სხვა ბიზნესს ამ ქვეყანაში. წელს გაზაფხულზე კი პარლამენტმა ჩააგდო ცვლილებები კანონში, რომელსაც უნდა გაემკაცრებინა აზარტული თამაშების სარეკლამო პოლიტიკა.

ნახეთ ვიდეო, რომელიც თამარ მშვენიერაძემ მოამზადა

რეალური სივრცე