ლევილის ქართველთა მამულში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მორიგი ეტაპი მიმდინარეობს. პროცესს კულტურის მინისტრი, კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მამული მზად არის წელსაც წარმატებით უმასპინძლოს ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალს, რომელიც 24 მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება. 2 მაისიდან კი ლევილის მამული, თბილისის სამხატვრო აკადემიის მოქანდაკე სტუდენტებს უმასპინძლებს, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში იცხოვრებენ სამინისტროს მიერ 2023-2024 წლებში რეაბილიტირებულ მამულში განთავსებულ სტუდიებში და საკუთარი შთაგონებით შექმნიან სხვადასხვა ინსტალაციასა თუ ქანდაკებას. მამულის რეაბილიტაცია, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს, წლის ბოლომდე დასრულდება.