სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების კონტროლი გააძლიერა – ბოლო ხუთი თვის მონაცემებით, სახელმწიფო კონტროლი 6 729-ჯერ განხორციელდა. შედეგად გამოვლინდა 508 სამართალდარღვევა, რაზეც კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა.
რძის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მწარმოებლებსა და ასოციაციებთან. მორიგ შეხვედრაზე ყველის მწარმოებლებმა ბაზარზე კონკურენტუნარიანი და სამართლიანი გარემოს შესაქმნელად, სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.