რატომ მოუწია ფასილიტატორ ელჩს რვა მარტის შეთანხმების დეტალებზე ღია საუბარი, როგორ აფასებს დიპლომატი უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლებას, საკონსტიტუციო ცვლილებების ბოიკოტირებას და როგორია მისი მოლოდინი
გერმანიის ელჩის გზავნილი ბოლო დროის მთავარ სადავო პოლიტიკურ თემაზე.
გადამწყვეტ კენჭისყრამდე სამი დღით ადრე ჰუბერტ ქნირში ვრცელ განმარტებას აკეთებს რვა მარტის შეთანხმების შინაარსზე, რომელსაც პოლიტიკური ძალები დღემდე სხვადასხვანაირად კითხულობენ. მოლაპარაკებათა მაგიდასთან მჯდომი დიპლომატი პირდაპირ ამბობს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება შეთანხმებაში ნახსენები არ არის. საკონსტიტუციო ცვლილებებს შეთანხმების მონაწილე ყველა მხარის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, – ასეთია ელჩის მოწოდება, რომელსაც სწორედ რურუას გამო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ორი ოპოზიციური ფრაქციის მწვავე რეაქციები მოჰყვა. დიპლომატის მიმართ გაისმა არადიპლომატიური შეფასებებიც.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჰუბერტ ქნირშს დღეს დიმპლომატიური გამოცდილება დაუწუნა და მას თარგმანში დაკარგული უწოდა. „ნაცონალურ მოძრაობაში“ გერმანელ დიპლომატს ოქრუშვილისა და გიგა ბოკერიას შეწყალების თემა შეახსენეს. მმართველ გუნდში კი თქვეს, რომ ელჩის განცხადებით რვა მარტის შეთანხმების საკითხზე „ქართული ოცნების“ პოზიცია კიდევ ერთხელ დადასტურდა.
ანა ბროლაძე გვეტყვის, შეცვლის თუ არა გერმანიის ელჩის მოწოდება ორი ოპოზიციური ფრაქციის გეგმას.