„რანინა“

პროექტი, რომელსაც უკვე თვეებია, ელით – პირველ არხზე მეგაშოუ რანინა იწყება.

10 კონკურსანტის ვინაობა უკვე ცნობილია. მუსიკალური შოუ ჩვენს ეთერში იანვრიდან კვირაში ერთხელ გავა. კონკურსის მონაწილეები პირველი ტურისთვის ემზადებიან.

სცენაზე პატარა კონკურსანტები ცნობილ მომღერლებთან და მუსიკოსებთან ერთად გამოჩნდებიან. მეგაშოუს გამარჯვებული ჩვენს ქვეყანას საბავშვო ევროვიზიაზე წარადგენს.

კონკურსის მოსამზადებელი სამუშაოებით ლიზა ციციშვილი დაინტერესდა.