რამდენად კონსტიტუციურია ე.წ. რეიდები

რამდენად კონსტიტუციურია ე.წ. რეიდები – საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. სადავოა კანონის ის ნორმა, რომელიც საპოლიციო კონტროლის დაწყებას არეგულირებს. საუბარია პირის ზედაპირულ შემოწმებასა და მის იდენტიფიცირებაზე, ასევე ავტომობილის ვიზუალურ დათვალიერებაზე.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ კანონში ტერმინები ბუნდოვანია, რაც სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს ქმნის. მოდავე მხარე ასევე მიიჩნევს, რომ ე.წ რეიდით, პირად ცხოვრებაში ჩარევა, სასამართლო კონტროლის გარეშე ხდება, რაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. საქმეს პირველი კოლეგია განიხილავს.