„აბრეშუმის გალერეაში“ ცნობილი მხატვრის, რამაზ ჩანტლაძის ნამუშევრები გამოიფინება.
პერსონალური ექსპოზიციისთვის ძირითადად ბოლო პერიოდში ტილოზე ზეთით შესრულებული ნახატები შეირჩა. რამდენიმე მათგანის ინსპირაცია ქვეყანაში ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები გახდა. გამოფენა სახელწოდებით „ახალი სერია“ 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.